გაერთიანებულმა სამეფომ და აშშ-მ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებს, ალექსეი ნავალნის მოწამვლისთვის სანქციები დაუწესა.
სანქციები მოიცავს როგორც მოგზაურობის შეზღუდვას, ისე აქტივების დაყადაღებას.
საუბარია რუსეთის 7 მოქალაქეზე. შვიდივე რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის წევრია.
ალექსეი ნავალნის მოწამვლიდან გუშინ, 20 აგვისტოს 1 წელი გავიდა. მისი პატიმრობის საკითხი იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მერკელი-პუტინის შეხვედრის დროსაც, როდესაც გერმანიის კანცლერმა ოპოზიციონერის გათავისუფლება მოითხოვა, რაზეც პუტინმა უპასუხა, რომ ნავალნი ციხეში "დანაშაულისთვის ზის" და არა პოლიტიკური საქმიანობისთვის.