მე გადავრჩი და ციხეში აღმოვჩნდი! - ნავალნი მოწამვლიდან 1 წლის შემდეგ

გამოქვეყნდა:

მე გადავრჩი და ციხეში აღმოვჩნდი! - რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი მისი მოწამვლიდან 1 წლის შემდეგ მიმართვას ციხიდან ავრცელებს და გულშემატკივრებსა და მხარდამჭერებს თანადგომისთვის მადლობას უხდის გავიდა.  

"ყველაფერი მართლაც კარგად გამოვიდა და მე მივიღე მეორე შანსი ვიცხოვრო და მივიღო ის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიმაჩნია სწორად და პატიოსნად" - წერს ნავალნი.

​შეგახსენებთ, პუტინის კრიტიკოსი, ალექსეი ნავალნი, ომსკის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი 20 აგვისტოს მოათავსეს

22 აგვისტოს კი სამკურნალოდ გერმანიაში გადაიყვანეს. გერმანიის მთავრობის ცნობით, ის ნოვიჩოკის ნერვული აგენტით მოწამლეს. 

რამდენიმეთვიანი მკურნალობის შემდეგ ნავალნი გერმანიიდან რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა. ის მოსკოვში ჩასვლისთანავე, საპასპორტო კონტროლის გავლის დროს დააკავეს.

2 თებერვალს კი "ივ-როშეს" საქმესთან დაკავშირებით 3.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  სულ რამდენიმე დღის წინ კი, 11 აგვისტოს, ნავალნის ახალი ბრალი წარუდგინეს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი