"ოცნება" აგონიაშია - ივანიშვილის რეჟიმი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ოპონენტების დევნისა და თვალთვალის ახალ ეტაპზე გადავიდა. რა მიზეზით გააჩერეს და ვის და რას ეძებდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, კობა ნაყოფიას ბარგში - ამ დრომდე, გომელაურის უწყებაში ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა. დეპუტატმა პასუხი ვერც აეროპორტში, საზღვრის დაცვის სამსახურის თანამშრომლებისგან მიიღო.
კობა ნაყოფია ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა გაერკვია, რატომ დააყოვნეს უამრავი მგზავრიდან მხოლოდ ის, რატომ არ აძლევდნენ ქვეყანაში შემოსვლის უფლებას და რატომ დაარღვიეს კანონი მათ, ვისაც კანონის აღსრულება ევალება - ოპოზიციონერი დეპუტატი ახლა ამ კითხვებზე პასუხს ხელისუფლებისგან და კონკრეტულად, პარლამენტის თავმჯდომარისგან ელოდება.
იხილეთ ასევე: