"დამირეკა ჩემმა შვილმა და მითხრა დედა მიტაცებენ... "ოცნების" ხალხია" - გატაცებული ახალგაზრდას დედა 

გამოქვეყნდა:

დამირეკა ჩემმა შვილმა და მითხრა დედა მიტაცებენ - ამბობს "ევროპული საქართველოს" წევრი ნინო გალახვერიძე შვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, უკვე რამდენიმე საათია 19 წლის ზაქრო კუსრაშვილს ვერ პოულობენ, მას ტელეფონიც გათიშული აქვს.

დედა ამბობს, რომ მისი შვილი პოლიტიკური ნიშნით , "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულმა პირებმა გაიტაცეს და გვარსაც ასახელებს:  

"არიან ყველანი ოცნების ხალხი, რომლებმაც ჩემ შვილზე  არ ვიცი რა ზეწოლა მოახდინეს, ეს არის დათო კუპრაშვილი და თავის საძმაკაცო, ოცნების ხალხია" - ამბობს ნინო გალახვერიძე.

მისივე თქმით, კუპრაშვილმა მის შვილს 19 აგვისტოს მიაკითხა და მანქანით გაიყვანა, თუმცა რაზე ესაუბრა ეს დედისთვის უცნობია.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 143-ე მუხლით დაიწყო რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი