დღისით-მზისით მოტაცების ფაქტი ივანიშვილის მიერ შექმნილი კლიმატის პირდაპირი შედეგია - ბოკერია თანაპარტიელის შვილზე

გამოქვეყნდა:

„ახალგაზრდის დღისით-მზისით მოტაცების ფაქტი ივანიშვილის მიერ შექმნილი კლიმატის პირდაპირი შედეგია“ - აცხადებს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია პარტიის წევრის შვილის სავარაუდო გატაცებასთან დაკავშირებით.

როგორც ბოკერია ამბობს, „ევროპულ საქართველოს“ არასოდეს ავტომატურად არ უსვრია ტალახი ხელისუფლებისკენ. ამიტომ სანამ ყველაფერი არ გაირკვევა არ ვსაუბრობთ პოლიტიკურ მოტივებზე.

"ჩვენთვის, რამდენიმე საათის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი თელავის რაიონის სოფელ ნასამხრალის საკრებულოს წევრობის კანდიდატის ნინო გალახვარიძის შვილი იქნა გატაცებული ჩვენთვის ამ მომენტისთვის უცნობი პირების მხრიდან, ამ ფაქტთან დაკავშირებით სამართალდამცავი ორგანოები არიან საქმის კურსში ჩაყენებული, თქვენ იცით, რომ „ევროპულ საქართველოს“ არასოდეს ავტომატურად არ უსვრია ტალახი ხელისუფლების მხრიდან სანამ არ ვიცით და არ გვაქვს საფუძველი, რომ პირდაპირ დავაბრალოთ პოლიტიკური მოტივი ამ ყველაფერს, მანამდე ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ზოგადი ვითარებიდან გამომდინარე და დამატებით ოჯახის ინფორმაციაზე დაყრდნობით საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს შეიძლება იყოს კავშირში იმ პირებთან, რომლებიც ახლო ურთიერთობაში არიან ადგილზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო მანქანასთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან, სახელდება ვინმე კუპრაშვილის გვარი, ყველა შემთხვევაში იმისდა მიუხედავად რა გაირკვევა, რა არის მოტივი დანაშაულის ის ვითარება, რომელშიც შესაძლებელია, რომ კრიმინალურმა ჯგუფებმა ან კრიმინალური მიდრეკილების მქონდე ახალგაზრდებმა დღისით-მზისით მოიტაცონ ადამიანი არის პირდაპირი პასუხისმგებლობა ივანიშვილის რეჟიმის" ამბობს გიგა ბოკერია.

19 წლის ზაქრო კუსრაშვილის დედა ამბობს, რომ გატაცების შესახებ მას თავად შვილმა შეატყობინა, ამის შემდეგ კი ახალგაზრდას ტელეფონი გაითიშა და მას ვეღარ უკავშირდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი