პოლიტიკური ნიშნით გატაცებული 19 წლის ბიჭი გამოჩნდა | შანტაჟი და დევნა წინასაარჩევნოდ

გამოქვეყნდა:

გატაცება და შანტაჟი პოლიტიკური ნიშნით - თელავში გაუჩინარებული 19 წლის ბიჭი რამდენიმესაათიანი გაუჩინარების შემდეგ გამოჩნდა. ამ წუთებში ის პოლიციაში იკითხება. ზაქარია კუსრაშვილმა რამდენიმე საათის წინ დედას დაურეკა და მხოლოდ იმის თქმა მოასწრო, რომ იტაცებენ. შემდეგ კავშირი გაწყდა და კვალი დაიკარგა.

დედა - ნინო გალახვერიძე იხსენებს, რომ რამდენიმე დღის წინ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებმა მისი ვაჟი სახლიდან გაიყვანეს და რამდენიმე საათის შემდეგ ზაქარია უკან გაღიზიანებული და ანერვიულებული დაბრუნდა. ნინო გალახვერიძე, რომელიც "ევროპული საქართველოს" წევრი და მაჟორიტარობის კანდიდატია, დანაშულს უკავშირებს ვინმე დავით კუპრაშვილს - ის კი ცნობილია როგორც "ქართული ოცნების" მხარდამჭერი, რომელიც საარჩევნოდ ხმების მობილიზებისთვის ძალადობრივ მეთოდებს იყენებს. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი