პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კახეთში სეტყვის შედეგად დაზიანებულ თეთრ ყურძენში სახელმწიფო 80 თეთრს, შავში კი ლარს გადაიხდის. სტიქიაზე მან მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ სახელმწიფო სრულად განადგურებულ ფართობებზე 1 ჰექტარზე 3 000 ლარს გადაიხდის.
"რამდენიმე დღის წინ საკმაოდ მძიმე სტიქია იყო კახეთში, 5 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი დაისეტყვა და დაზიანდა ძალიან ბევრი ვენახი, ხეხილის ბაღები. [...] დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს გადაიხდის სახელმწიფო, შავ ყურძენში, საფერავში 1 ლარს, ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობები ჰექტარში 3 000 ლარს გადავუხდით. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ვისაც აღდგენა დასჭირდება, იქნება ეს ვენახი თუ ხეხილის ბაღი, სახელმწიფო საკუთარ ხარჯზე ჩვენთვითონ აღვუდგენთ", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, 27 აგვისტოს კახეთში ძლიერი სეტყვა იყო, რამაც მოსახლეობას ვენახები და ბაღები გაუნადგურა. მოსახელობამ გაფუჭებული მოსავლის ასაღებად ნაადრევი რთველი დაიწყო. ამავე თემაზე: