ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიის მცირედი სტაბილიზაციის ნიშნებია. მიუხედავად ამისა, გაბუნია ამბობს, რომ დღეს მოქმედი ყველა შეზღუდვა ძალაში უნდა დარჩეს.
"დღევანდელი ეპიდემიური სურათი ძალიან საყურადღებოა, არცერთ შემთხვევაში არ იძლევა არც მოდუნების და არც შეზღუდვების შემსუბუქების საშუალებას. სწორედ ამას უკავშირდება სატრანსპორტო შეზღუდვის გადაწყვეტილება და ის შეზღუდვები, რაც დღეს მოქმედებს, ყველა უნდა დარჩეს ძალაში. ასევე იცით, რომ სკოლებში სწავლა განახლდება მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში, ვინაიდან სხვაგვარად ეპიდემიური სურათი ამის საშუალებას არ იძლევა.
სექტემბრის თვე იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ შევხედოთ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებს და შემდეგ, უკვე რეგულაციების შესახებ გადაწვეყილებები ამის შესაბამისად იქნება მიღებული" - თქვა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 4 778 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 79 ადამიანი. დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 4 753 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ამავე თემაზე: