გახარიას  არავინ არ ეკითხებოდა მე სად დავინიშნებოდი - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

მას არავინ არ ეკითხებოდა მე სად დავინიშნებოდი - ამბობს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი გახარიას იმ განცხადების კომენტირებისას, სადაც ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ღარიბაშვილს შს მინისტრობა უნდოდა.

ღარიბაშვილის თქმით, მისი თავდაცვის მინისტრად დანიშვნა პირადად ივანიშვილის გადაწყვეტილება იყო. 

"მას არავინ არ ეკითხებოდა მე სად დავინიშნებოდი. მაშინ პარტიის თავმჯდომარე იყო ბატონო ბიძინა ივანიშვილი და მისი გადაწყვეტილება იყო ჩემი დანიშვნა თავდაცვის მინისტრად. მე ჯერ კიდევ 8 წლის წინ ვიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი, მე არაფერი გამკვირვებია და ეს მისი ინტერპრეტაციებია",- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი