გომელაური არ ფიქრობს, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური "არ ფიქრობს", რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია და სწორედ ამიტომ განმეორდა ბანკზე თავდასხმა.

ყვარელში საქართველოს ბანკზე თავდასხმისა და სპეცოპერაციის შემდეგ, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა. ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომია, მან შს მინისტრს ბადრი ესებუას შემთხვევაც გაახსენა. გომელაურმა ჟურნალისტს უპასუხა: "არ ვფიქრობ, ნამდვილად არ ვფიქრობ".

ცნობისთვის, ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. თავდასხმიდან 3 საათის შემდეგ მძევლებმა გათავისუფლება მოახერხეს, პოლიციამ კი ბანკზე თავდამსხმელი სპეცოპერაციის შემდეგ დააკავა.

დღევანდელი შემთხვევა პირველი არ არის, როცა შეიარაღებული პირი ბანკში შეიჭრა. 2020 წლის 21 ოქტომბერს, თავდამსხმელი - ბადრი ესებუა, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეიჭრა და მძევლები აიყვანა. ესებუა ნახევარ მილიონს ითხოვდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს, ამის შემდეგ კი ის გაუჩინარდა. პოლიციამ მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე არ იცის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი