
ყვარელში, საქართველოს ბანკზე თადვასხმისთვის დაკავებულ შალვა მელიქიშვილს ბრალს დღეს წაუყენებენ. თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში მელიქიშვილი უკვე მოინახულა უფლებადამცველმა. ადვოკატი არ აკონკრეტებს აღიარებს თუ არა ბრალს შალვა მელიქიშვილი. ბრალის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ უფლებადამცველს საქმის მასალები გადაეცემა, რის შემდეგაც თელავის რაიონული სასამართლო აღკვეთი ღონისძიების შესახებ იმსჯელებს.
მელიქიშვილი ყვარელში მდებარე საქართველოს ბანკში ორი დღის წინ შეიჭრა, 13 მძევალი აიყვანა და ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. როგორ აღმოჩნდა დაკავებულის ხელში ავტომატი და ხელყუმბარა და რა გახდა დანაშაული მოტივი ეს ამ დრომდე უცნობია.
იხილეთ ასევე:
რა მოხდა ყვარელში | ბანკზე შეიარაღებული თავდასხმის ქრონოლოგია