"მეორედან არა სახურავიდან გადმოაგდეს..." - კალაძე "ხუმრობს" და ჟურნალიოსტებზე ძალადობას "აპრავებს"

გამოქვეყნდა:

"მეორედან არა სახურავიდან გადმოაგდეს...დაამძიმეთ, უფრო საინტერესოა" - "მთავარი არხის" ოპერატორზე თავდასხმას დედაქალაქის მერი ცინიკურად პასუხობს. კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა გაამართლა და ჟურნალისტები "ფსიქოლოგიურ ძალადობაში" დაადანაშაულა. "როცა ეუბნებიან გადი და არ ვიძლევი ინტერვიუს, უნდა მიხვდე და გახვიდე",-თქვა მან.

 "მე თუ არ გავჩერდები ეს უნდა გაძლევდეთ საშუალებას, რომ ჩემზე იძალადოთ?" - კითხვა "მთავარი არხის" ჟურნალისტმა კალაძეს დაუსვა, თბილისი მერმა კი უპასუხა: "კი, მე თუ გეტყვით, რომ არ მაქვს სურვილი, რომ მოგცეთ ინტერვიუ, კეთილი უნდა ინებოთ და გაჩერდეთ, რატო უნდა იძალადოთ ჩემზე, რატომ უნდა იძალადოთ ფსიქოლოგიურად".

კახა კალაძემ" მთავარის" ჟურნალისტს მოძალადე უწოდა, ხოლო "მთავარი არხის" ოპერატორზე თქვა, რომ ის მუშაობის პროცესში შემთხვევით დაშავდა.

"მთელი ეს წლები მოწოდებებს აკეთებთ ძალადობაზე, სიძულვილის ენით, თქვენ ხართ პირველი ვინც ქვეყანაში აღვივებს შუღლს ძალადობას და თუ რაიმე ცუდი არსებობს ამ ქვეყანაზე, ყველაფრის საფუძველი და საძირკველი ხართ თქვენ,-თქვა კალაძემ.

"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს "ქართული ოცნების" შტაბში ქარელში გუშინ, 16 სექტემბერს თავს დაესხნენ. "მთავარი არხის" ოპერატორი შენობის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ოპერატორს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს ის კლინიკიდან დღეს, 16 სექტემბერს გაწერეს.

მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით არის დაწყებული, იურისტი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გამოძიება არასწორი მუხლით არის დაწყებული.

მმართველ გუნდის წევრები მომხდარს უარყოფენ და პროვოკაციაში ჟურნალისტებს ადანაშაულებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი