მამუკა მდინარაძე არის ინტელექტუალურად და მორალურად იმპოტენტი - ბექა ყორშია

გამოქვეყნდა:

"ერთადერთი, რასაც მამუკა მდინარაძის სიტყვები გვაჩვენებს, არის ის, რომ ის არის აბსოლუტურად ინტელექტუალურად და მორალურად იმპოტენტი" - ასე გამოეხმაურა "მთავარი არხის" ჟურნალისტი ბექა ყორშია მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს, რომელმაც თქვა, რომ ქარელში, "ოცნების" ოფისის მეორე სართულიდან არხის ოპერატორი ლევან აბლოთია "თავად გადმოვარდა". 

"სრულიად წარმოუდგენელია რაც ამ ადამიანმა ილაპარაკა, ეს ადამიანის ნათქვამი არაა. ეს არის რაღაც ევოლუციის პირველ და ყველაზე განუვითარებელ ეტაპზე გაჩხერილი ბაბუინი, რომელსაც აზრი არ მოეკითხება", - თქვა ბექა ყორშიამ. 

მანვე აღნიშნა, რომ ოპერატორი ლევან აბლოთია სიმაღლიდან მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა გამოაგდეს, მანამდე კი კამერა გაუთიშეს.

"მეც ველოდები როდის გაავრცელებენ ვიდეოს, იმიტომ, რომ ჩვენს ეს ვიდეო ბოლომდე არ გვაქვს. არ დამავიწყდება ის კადრი, როგორც ცდილობდა ქართული ოცნების აქტივისტი კაბელის გამორთვას კამერიდან, რომ ის რაც შემდეგ მოხდებოდა არ აღბეჭდილიყო კადრებში. იმედია, რომელიმე კამერამ დააფიქსირა ის, რაც რეალურად მოხდა. მართლა გადმოაგდეს ლევან აბლოთია მეორე სართულის მოაჯირიდან, წავიდა თავით და უმძიმესი კამერით ხელში დაენარცხა კიბის დასაწყისში,სრული ჯოჯოხეთი იყო", - თქვა ყორშიამ.

ლევან აბლოთიას და ბექა ყორშიას დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვთ მინიჭებული. ყორშია ამბობს, რომ საქმეზე ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი