"მსუბუქად ძიძგილაობდნენ... ცოცხალი ხომ არის?" - ბექა ოდიშარია "მთავარის" დაშავებულ ოპერატორზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ქარელში, პარტიის ოფისში  „მთავარი არხის“ ოპერატორ ბექა აბლოთიას "ეჯაჯგურებოდნენ", მაგრამ კადრებში ვერ ნახა, რომ ვინმემ ის მეორე სართულიდან გადმოაგდო.

როგორც ოდიშარიამ აღნიშნა, როდესაც პარტიის წარმომადგენლებს ოფისში "უვარდებიან" და მოთხოვნის მიუხედავად შენობას არ ტოვებენ, შეიძლება ამას გარკვეული დაძაბულობა მოჰყვეს. 

"ადამიანები ერთმანეთში ძიძგილაობენ ძალიან მსუბუქად, აქ არ არის არც ჩხუბი და არც მუშტი-კრივი... ოფისში თუ შემოუვარდები ადამიანს და გეუბნება, რომ გაბრძანდიო, როგორ მიგითითოს? ადამიანი ცოცხალი ხომ არის? ღმერთმა კარგად ამყოფოს. თუ ვინმემ ვინმეს ხელი კრა და განზრახ ეს ჩაიდინა, ბუნებრივია უნდა დაისაჯოს. ეს არის სივრცე ადამიანების, სადაც ისინი მუშაობენ. თუ ვიმე უვარდებათ, მათ აქვთ უფლება რომ მიუთითონ, თუ არ ესმის, შეიძლება იყოს რაღაც გარკვეული ისეთი...", - თქვა ბექა ოდიშარიამ. 

"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს "ქართული ოცნების" შტაბში ქარელში გუშინ, 16 სექტემბერს თავს დაესხნენ. "მთავარი არხის" ოპერატორი შენობის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ოპერატორს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს ის კლინიკიდან დღეს, 16 სექტემბერს გაწერეს.

მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით არის დაწყებული, იურისტი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გამოძიება არასწორი მუხლით არის დაწყებული.

მმართველ გუნდის წევრები მომხდარს უარყოფენ და პროვოკაციაში ჟურნალისტებს ადანაშაულებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი