
პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "მთავარი არხის" ოპერატორზე თავდასხმას გამოეხმაურა და არხის გადამღებ ჯგუფს პროვოკატორები უწოდა.
მძიმე პროვოკატორებთან გვაქვს საქმე, ყველაფერზე მიდიან - ამბობს ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძის მუქარას სრულად ეთანხმება
"ჩემთვის მიუღებელია პროვოკაციები, ძალადობაც მიუღებელია ჩემთვის, ეს პროვოკაციული შეკითხვებიც მიუღებელია, მაგრამ ჩვენ ყველა უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველამ ერთად უნდა ვუპატრონოთ ქვეყანას. და ქვეყანა უნდა დავამშვიდოთ, დავაწყნაროთ, არჩევნები მშვიდად უნდა ჩავატაროთ და შემდეგი 3 წელი უნდა იყოს აღმშენებლობის...",- ამბობს ღარიბაშვილი.
"მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს "ქართული ოცნების" შტაბში ქარელში გუშინ, 16 სექტემბერს თავს დაესხნენ. "მთავარი არხის" ოპერატორი შენობის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. ოპერატორს მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა აქვს ის კლინიკიდან დღეს, 16 სექტემბერს გაწერეს.
მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით არის დაწყებული, იურისტი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ გამოძიება არასწორი მუხლით არის დაწყებული.
მმართველ გუნდის წევრები მომხდარს უარყოფენ და პროვოკაციაში ჟურნალისტებს ადანაშაულებენ.