ორი კატალიზატორი აყენია მაგ მანქანაზე და ხელი არ დაედოს - ჯაფარიძე შსს-ს

გამოქვეყნდა:

"ორი კატალიზატორი აყენია მაგ მანქანაზე და ხელი არ დაედოს", - ასე მიმართავს "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მას შემდეგ რაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან, პარტიის მიერ ვიდეოპერფორმანსისთვის მიყვანილი "შკოდა - ოქტივია", უწყებამ ადგილიდან წაიღო და პარტიას არ უბრუნებს. 

ცნობისთვის, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრებმა სუს-თან პერფორმანსი "ასე დაიფშვნება სუსი" გამართეს.

სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა დაპირისპირება სამართალდამცველებსა და პარტიის წარმომადგენლებს შორის, რა დროსაც დააკავეს, პარტიის წევრები და მაჟორიტარობის კანდიდატები ნიკა მოსიაშვილი და ბორის ჩელე ყურუა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი