პროკურატურაში მიშა მშვილდაძის გამოკითხვა მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სკანდალური ფაილების საქმეზე პროკურატურაში მედიის წარმომადგენლების გამოკითხვა გრძელდება.

უწყებაში დღეს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტები, პროდიუსერები და მენეჯერები დაიბარეს. პროკურატურაში ელოდებიან ასევე "მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას.

პროკურატურაში ცოტა ხნის წინ მივიდა ტელეკომპანია "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე. გამომძიებლებს კითხვები სავარაუდოდ, პირადი ცხოვრების კადრების გავრცელებაზე "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგის შემდეგ მშვილდაძის განცხადებასთან დაკავშირებით ექნებათ.

კერძოდ, მშვილდაძემ თქვა, რომ რამდენიმე თვის წინ მას დაუკავშირდა კონფიდენციალური წყარო, რომელმაც შესთავაზა სხვადასხვა პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროება, თუმცა მან ამაზე უარი განაცხადა.

"ძირითადი ინტერესი უკავშირდება ჩემს გამოთქმულ ამბავს, როდესაც მე შევაფასე მამუკა მდინარაძის ბრიფინგი სადაც მან განაცხადა, რომ იგეგმება თითქოს ცნობილი ადამიანის კადრების გამოქვეყნება. გამახსენდა, რომ მეც მქონდა შემოთავაზება რაღაც კადრების მოწოდების და გავრცელების თოაბზე... კონკრეტული ადამიანი, შეიძლება არაერთიც ზარალდებოდა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს გათქმით", - თქვა მიშა მშვილდაძემ.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი  ინფორმაცია გავრცელდა.

დოკუმენტებში პირდაპირ არის აღწერილი კონკრეტული ადამიანების პირადი ცხოვრება. განსაკუთრებული აქცენტია გაკეთებული მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სექსუალური ორიენტაციისა და მათი წარსულის შესახებ.

ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი