თბილისის პროკურატურაში, გამოკითხვაზე, "მთავარი არხის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მივიდა. როგორც ცნობილია, ნიკა გვარმიასთან კითხვები გამოძიებას სუს-ის საიდუმლო ფაილებთან დაკავშირებით აქვს.
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში ამ საქმის გამოძიება არ მოხდება.
"არ ვიცი რა ინტერესი აქვთ, მაგრამ სწორი ინტერესიც რომ ჰქონდეთ, ამ საქმეს არავინ გამოიძიებს ვიდრე ეს ხელისუფლებაა, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩემგან კონკრეტულად რა აინტერესებთ არ ვიცი, რაც ვიცი, ყველაფერს ვიტყვი წყაროების გარდა", - თქვა ნიკა გვარამიამ.
ცნობისთვის, 13 სექტემბერს, ინტერნეტსივრცეში ფარული მიყურადების შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. ჩანაწერები 2014-2021 წლებს მოიცავს.
ნიკა გვარამიას "მთავარ აქცენტებში" სუს-ის მოქმედმა თანამშრომელმა დაადასტურა, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენები მიმდინარეობს.