"დაუყოვნებლივ დააკავონ აღნიშნული მოძალადეები" | დმანისის თავდასხმას ენმ საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" დმანისის ინციდენტს საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება. როგორც პარტიის წევრმა თინა ბოკუჩავამ ისაუბრა, პარტია მოითხოვს, დაუყოვნებლივ დააკავონ ინციდენტში მონაწილე პირები. ბოკუჩავამ თქვა ისიც, რომ თავდამსხმელებს შორის "ოცნების" ზონდერები და მაჟორიტარობის მოქმედი კანდიდატის შვილიც არიან. 

"ნაციონალური მოძრაობა" დამნაშავეების დასჯასთან ერთად ითხოვს, რომ პარტიის კანდიდატმა კანდიდატურა მოხსნას. ასევე, საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სიიდან მათთან დაკავშირებული ადამიანები მოიხსნან.

დღეს დმანისში მოხდა უმძიმესი ფაქტი, სოფელ განთიადში ოპოზიციის მერობის კანდიდატის გიორგი ტატუაშვილის მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს. 20-30 აგრესიული ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი თავს დაესხა ჩვენს მხარდამჭერებს. ამ ჯგუფს უშუალოდ ხელმძღვანელობდნენ და მასში მონაწილეობდნენ "ქართული ოცნების" წევრები. კერძოდ: ჯგუფს ხელმძღვანელობდა წარსულშიც პოლიტიკურ-ძალადობრივ აქტებში მონაწილე პირი ზურაბ ოკმელაშვილი. ზურაბ ოკმელაშვილის შვილი, მაკა ოკმელაშვილი, რომელიც არის დმანისში ქართული ოცნების სიის მესამე ნომერი. 

ამასთანავე, დავით დაუთაშვილმა ადგილობრივი მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილმა ცივი იარაღის გამოყენებით მძიმე ჭრილობა მიაყენა ჩვენს ორ მხარდამჭერს. არსებობს კადრები აღნიშნულის, არსებობს უამრავი მოწმე და შესაბამისად, ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ, რომ მოხდეს აღნიშნული მოძალადეების დაკავება. აღნიშნულზე პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა ვაკისრებთ არამხოლოდ უშუალოდ ამ თავდასხმაში მონაწილე პირებს, არამედ, ასევე ვაკისრებთ "ქართული ოცნების" უმაღლესი თანამდებობის პირებს, - ამბობს ბოკუჩავა. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი