დმანისში, სადაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ოპოზიციის წევრებს თავს დაესხნენ, პოლიცია ამ დრომდე არ გამოჩენილა. ცნობილია, რომ დაპირისპირება მმართველი გუნდის შტაბიდან რამდენიმე მეტრში მაშინ მოხდა, როცა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი, გიორგი ტატუაშვილი კახა ოქრიაშვილთან ერთად ამომრჩეველთან შეხვედრას მართავდა.
კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, ოპოზიციის წევრებს თავს დავით დაუთაშვილი და ზურაბ ბოკმელაშილი დაესხნენ. დავით დაუთაშვილი, დმანისში, სოფელ განთიადში "ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, მიხეილ დაუთაშვილის შვილია. ცნობილია ისიც, რომ ოპოზიციის კანდიდატები ცივი იარაღით არიან დაჭრილები.
დმანისის მერი და გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატის, გიორგი ტატუაშვილის თქმით, თავდასხმა სუს-ის აგენტების მიერ იყო დაორგანიზებული, მას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.
"სუს-ის დაგეგმილი, დაორგანიზებული და მისივე აგენტების მიერ განხორციელებული თავდასხმა ვნახეთ ჩვენ. თითოეული ადამიანი მიმართული იყო იმისთვის, რომ თავისუფალი საარჩევნო კამპანია არ ჩატარებულიყო და შიში დაენახა. არავის ეშინია სუს-ის და არც სუს-ის თანამშრომლების,-თქვა გიორგი ტატუაშვილმა.
თავდასხმაში მაჟორიტარი დეპუტატის შვილის მონაწილეობას თავად "ოცნების" კანდიდატი უარყოფს და მომხდარზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.
იხილეთ ასევე: