ენმ ამ დღეების განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა, მოთმენა რთულია...- პაპუაშვილი დმანისზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი, გუშინ, 21 სექტემბერს დმანისში მომხდარ თავდასხმაზე, რა დროსაც, მმართველი გუნდის აქტივისტები, ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს და ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" "პროვოკაციის თავიდან აცილება ვერ მოახერხა".

"სამწუხაროდ, გუშინ დმანისში მომხდარი პროვოკაცია ვერ ავიცილეთ თავიდან. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, არჩევნებამდე დარჩა 10 დღე, ნაციონალური მოძრაობა ამ დღეების განმავლობაში გავა ყველა ადამიანური და მორალური საზღვრების მიღმა, მოთმენა რთულია, მაგრამ ეს არის ჩვენი ვალდებულება, ხალხის და ქვეყნის წინაშე",-თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ, 21 სექტემბერს, ცნობისთვის, დმანისში, სოფელ განთიადში ენმ-ს დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ მომხდარზე ერთი პირი დააკავა, ის "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი - დავით დაუთაშვილია.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი