
"იქ საუბარი იყო მაგალითად, პროვოცირებაზე" - ასე ხსნის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, "ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე დმანისში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დაჭრას.
"სიტყვა - თავდასხმა მე ვფიქრობ, არასწორად არის გამოყენებული. იქ საუბარი იყო მაგალითად, პროვოცირებაზე, სამართალდარღვევის, ძალადობის პროვოცირებაზე და ა.შ. თავდასხმა არის ცოტა სხვა ვითარება და სხვაგვარი შემთხვევა. ძალადობას არცერთ შემთხვევაში არ აქვს გამართლება. მე ვფქრობ, რომ პირები ვინც დაკავებული არიან, მათი მხრიდანაც კარგად არის გააზრებული",- ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დმანისში წინასაარჩევნო შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დაჭრს გამო "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი - 1993 წელს დაბადებული დავით დაუთაშვილი დააკავეს.
დმანისში მომხდარ სისხლიან დაპირისპირებაზე ოპოზიცია ითხოვს, რომ დაკავებული დავით დაუთაშვილის მამამ, "ოცნების მაჟორიტარობის" კანდიდატმა, მიხეილ დაუთაშვილმა პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს და კანდიდატურა მოხსნას.
"ოცნებაში" ამბობენ, რომ ძალადობა დასაგმობია, მაგრამ დაუთაშვილის მხრიდან პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებებეს არ აკეთებენ.
იხილეთ ასევე: