"ვეფხისტყაოსნის" სამუზეუმო ეგზემპლარი გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა

გამოქვეყნდა:

უნიკალური ხელნაწერი "ვეფხისტყაოსანი", რომლის ყდაც საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ, გუჯი ამაშუკელმა მოჭედა, ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში განთავსდა.

საქართველოს საჩუქარი გაეროს სათავო ოფისში, მეორე სართულზე, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილზე განთავსდა, სადაც მათ შორის მდებარეობს დარბაზი, რომელშიც გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომები ტარდება.

"საქართველოს ეროვნულმა განძმა ახალი ბინა დაიდო აქ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სათავო დაწესებულებაში, ნიუ-იორკში. ამჟამინდელი და მომავალი თაობებისთვის ქართული ეპოსის შედევრი - შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი - მთელი მსოფლიოდან ჩამოსული დამთვალიერებლებისთვის გახდება შთაგონების წყარო. ასეთი სტუმრები მრავლად გვყავს, მოგეხსენებათ. შოთა რუსთაველის მიერ მე-12 საუკუნის ლიტერატურულ ძეგლში დატოვებული ფასეულობები - მეგობრობა, ჰუმანურობა - დღემდე აქტუალურია, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციისთვის", - თქვა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე  ატულ ხარემ.

"ვეფხისტყაოსნის" სამუზეუმო ეგზემპლარი 2017-2018 წლებში, თბილისსა და პარიზში, მხატვრებისა და კალიგრაფების ჯგუფის მიერ შეიქმნა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი