ანაკლიის პორტი, "ომეგას" საქმე... - ხელისუფლება საერთაშორისო დავებისთვის დამატებით 50 მილიონს ითხოვს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ხელისუფლება საერთაშორისო დავებში სახელმწიფოს პოზიციების დასაცავად დამატებით 50 მილიონ ლარს ითხოვს. ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულება უკვე გაცემულია, ჩამონათვალში მოხვდა ყველასთვის კარგად ცნობილი "ანაკლიის კონსორციუმისა" და "ომეგა ჯგუფის" საქმეებიც.

დოკუმენტებით დგინდება, რომ იუსტიციის სამინისტრომ, პირდაპირი შესყიდვის წესით, ხელშეკრულება უკვე გააფორმა სამ კონტრაქტორ იურიდიულ კომპანიასთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ინტერესებს დაიცავს.

"საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად 2021 წლის 26 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის ბიუჯეტში, ქვეპროგრამაში – „არბიტრაჟებში, უცხო ქვეყნის სასამართლოებში და საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობა“ – არსებულ 17 730 000 ლარს დაემატა 60 000 000 ლარი. იურიდიული მომსახურების შესყიდვაზე მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში 2021 წელს, იანვრიდან დღემდე, ანაზღაურებულია 29 873 394.50 ლარი, თუმცა, მითითებული ხელშეკრულებების მოქმედების ვადა გრძელდება წლის ბოლომდე და, სავარაუდოდ, იმოქმედებს მომდევნო წელსაც.

ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოქმედი ხელშეკრულებების ფარგლებში, წლის ბოლომდე ანაზღაურებისთვის და, ასევე, 2021 წელს, საჭიროების შემთხვევაში, ზემოდასახელებული ახალი მომსახურებების შესყიდვის უზრუნველსაყოფად სავარაუდო თანხა შეადგენს 50 000 000 ლარს", - აღნიშნულია დოკუმენტში.

წინა წელთან შედარებით საარბიტრაჟო დავებისთვის გამოყოფილი თანხა ორჯერ იზრდება.

მოდავე მხარეები ამბობენ, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა გართულდება, რადგან ხელისუფლებამ ბიზნეს გარემო ცუდ მდგომარეობაში ჩააგდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი