გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას გუშინდელ ქმედებას ევროკავშირი - წულუკიანი

გამოქვეყნდა:

კულტურის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ევროკავშირის ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიასა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

წულუკიანმა მელიას "პროფესიონალი ხულიგანი" უწოდა და აღნიშნა, რომ აინტერესებს, როგორ შეაფასებს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ქმედებას ევროკავშირი.

"ბატონი მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ ის პროფესიონალი ხულიგანია. ჩვენ გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მის ქმედებას სწორედ ის ევროკავშირი, რომლის ოფისთანაც ეს მოხდა, იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება თუ ნიკა მელია იქნება გარეთ, რათა გარეთ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია ქართულ ოცნებასთან. აგერ არის პერსონაჟიც აგერ არის კონკურენცია და ჩვენ გვაინტერესებს ეს არის თუ არა პოლიტიკოსის პოლიტიკური ქცევა, როგორც ის გუშინ მოიქცა", - თქვა თეა წულუკიანმა. 

ცნობისთვის, გუშინ, 23 სექტემბერს, ევროკავშირის ოფისთან "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რასაც ადგილზე "ოცნების" პარტაქტივის მობილიზება მოჰყვა. არსებობდა დაპირისპირების სერიოზული საფრთხე, თუმცა მას შემდეგ, რაც "ოცნების" ლიდერებმა პარტაქტივს დაშლისკენ მოუწოდეს, მათ ტერიტორია დატოვეს.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი