ორდენიძეების ოჯახთან ნაცნობობის გარდა, ბრალდებების ერთ-ერთი მთავარი ადრესატი, ბესო ფიფია კახა კალაძის მამასთან ნაცნობობასაც ადასტურებს, თუმცა მისგან თაღლითობას გამორიცხავს:

კარლო კალაძე არის ღირსეული ქართველი კაცი, არ არის შპიონაჟით დაკავებული ორდენიძეებივით...თანხა არავის არ აუღია და არც გოჭი და არც ქათამი - ამბობს ფიფია "მთავარ არხთან" საუბარში. 

ფიფიამ სკანდალური ეთერის შემდეგ პირველი სატელევიზიო კომენტარი დღეს გააკეთა და როგორც მოსალოდნელი იყო სრულად უარყო თაღლითური სქემებიც, ფულის გამოძალვაც და ამ ყველაფერში კახა კალაძის ოჯახის მონაწილეობაც, თუმცა ორდენიძეებთან ნაცნობობა დაადასტურა და აქეთ დასდო ბრალი ოჯახს "შოუს დადგმაში".

ამავე თემაზე:

როგორ გაანადგურა ორდენიძეების ოჯახი კალაძეების კლანმა | ოჯახის სკანდალური ინტერვიუ მთავარ აქცენტებში [სრული ვერსია]
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი