
ორდენიძეების ოჯახის საქმეზე ოპოზიცია გამოძიების დაწყებას ითხოვს. მათი თქმით, საგამოძიებო უწყებამ დაკითხვაზე დედაქალაქის მერის მამა, კარლო კალაძე და ბესო ფიფია უნდა დაიბაროს, რომელთან ერთადაც სავარაუდოდ, კალაძე მოქმედებდა.
ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, მათ გამოძების დაწყების იმედი არ აქვთ. გამოძიების მოლოდინშია ასევე ორდენიძეების ოჯახი.
საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, ბესო ფიფია საქმესთან კავშირს უარყოფს, თუმცა ორდენაძეებთან ნაცნობობას ადასტურებს.
რაც შეეხება მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, დღეს, 26 სექტემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას, პარტიის თავმჯდომარემ საქმეს "სამარცხვინო ტყუილი" უწოდა, არსებულ მიმოწერებთან დაკავშირებით კი კითხვას არ უპასუხა.
"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან ინტერვიუს დროს, ორდენიძეების ოჯახი მოყვა, რომ თბილისის მოქმედი მერის მამამ და მისმა გარემოცვამ რამდენიმე ათეული ათასი დოლარი გამოსძალეს და ოჯახის ერთ-ერთ წევრს დახმარებას დაჰპირდნენ. სანაცვლოდ კი "15 კგ კარტოფილი მოითხოვეს", რაც კორუფციულ ენაზე 15 000 დოლარია.
ამავე თემაზე:
ავტორი: ზურა პეტროსიანი