აშშ-ში Sputnik V-ით აცრილები, სავარაუდოდ, არ დაიშვებიან - Washington post

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატები რუსული ვაქცინით, Sputnik V აცრილებს ქვეყანაში სავარაუდოდ, არ შეუშვებს. ინფორმაციას Washington Post ავრცელებს. ახალ სამოგზაურო წესებთან დაკავშირებით აშშ-მ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა.

ახალი რეგულაციების თანახმად, ნოემბრიდან აშშ სრულად ვაქცინირებული პირებისთვის საზღვრებს ხსნის, თუმცა ქვეყანაში დაიშვებიან მხოლოდ ის პირები, ვინც FDA-ს ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით იქნებიან აცრილები. (Pfizer, Moderna, Sinopharm, Sinovac).

რუსული წარმოების ვაქცინას ავტორიზაცია ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული. 19 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ჯანმომ Sputnik V-ს ავტორიზაციის პროცესი შეაჩერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი