ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზით აიცრა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზით აიცრა.

"ჩვენ ვიცით, რომ ამ პანდემიის დასამარცხებლად და სიცოცხლის გადასარჩენად, ხალხის აცრაა საჭირო. ამიტომ გთხოვთ, იმოქმედეთ სწორად. გთხოვთ, მიიღეთ ეს დოზები. მას შეუძლია გადაგარჩინოთ თქვენ და თქვენს გარშემო მყოფი ათასობით ადამიანი",-თქვა ბაიდენმა აცრის შემდეგ.

ჯო ბაიდენის თქმით, ბუსტერ დოზით აშშ-ს პირველი ლედი, ჯილ ბაიდენიც აიცრება. 

ბაიდენმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი ორი დოზა იანვარში, ინაუგურაციამდე გაიკეთა. 

FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის ბუსტერ დოზას საგანგებო ავტორიზაცია მიანიჭა. ბუსტერ დოზის მიღებას, 65-წლიდან, ასევე, 18-64-წლამდე მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პირები შეძლებენ. 

ამ ჯგუფებს ვაქცინის ბუსტერ დოზის მიღება, მეორე დოზით აცრიდან, 6 თვის შემდეგ შეუძლიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი