ამ საქმის გამოძიება თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - თამარ ორდენიძე ხელისუფლებას მიმართავს

გამოქვეყნდა:

კალაძეების კლანს შეწირული მანანა მოდებაძის შვილი თამარ ორდენიძე, საზოგადოებას გვერდში დგომისკენ მოუწოდებს და მისი ოჯახის საქმეზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს. მისი თქმით, ამ საქმის გამოძიება ხელისუფლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

"ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ ამ საქმის გამოძიება თქვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ის, რომ მე ამ ყველაფერს ასე არ გავატარებ, ასე არ დავტოვებ, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ხალხს მოვუწოდებ, გვერდში დამიდექით, იმიტომ, რომ მე თქვენთვის სიცოცხლეს ვწირავ. მე ზუსტად ვიცი, რისი მკადრებელია დღევანდელი ფიფია და დღევანდელი ფიფიას მფარველები", - თქვა თამარ ორდენიძემ.

ორდენიძეების ოჯახის საქმეს ოპოზიციაშიც ეხმაურებიან. მათი შეფასებით, საქმეზე გამოძიება აუცილებლად უნდა დაწყებულიყო, თუმცა საგამოძიებო უწყებები შესაბამისად არ მუშაობენ, რადგან ქვეყანაში კლანური მმართველობაა.

ცნობისთვის, ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო გუშინ "მთავარი არხის" გადაცემაში, "მთავარი დებატები". კარლო კალაძის თაღლითური სქემის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბესიკ ფიფიამ ორდენიძეებისოჯახი თაღლითობაში დაადანაშაულა, ხოლო მას შემდეგ, რაც თამარ ორდენიძე "მთავარი დებატების" სტუდიაში შევიდა, ბესო ფიფია გადაცემიდან გაიქცა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი