კოლექტიური ფიფიები არის კოლექტიური კალაძეების დამსახურება - ოპოზიცია ორდენიძეების ტრაგედიაზე

გამოქვეყნდა:

კალაძეების კლანს შეწირული ორდენიძეების საქმეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მომხდარი ადასტურებს, რომ უკვე 9 წელია, ქვეყანაში კლანური მმართველობაა.

ოპოზიციაში არ უკვირთ, რომ მიუხედავად არაერთი საჯარო განცხადებისა, საქმეზე ამ დრომდე, გამოძიება არ დაწყებულა. მათი თქმით, მმართველი გუნდი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებულ პირებს არ დასჯის.

"კოლექტიური ფიფიები არის კოლექტიური კალაძეების და კარლო კალაძის დამსახურება, ეს არის ჩვენი ქვეყნის რეალობა, სადაც ვცხოვრობთ. მე სამტრედიაში გახლდით რამდნიმე დღის წინ და ყველა ამბობს, რომ სამტრედია გაძარცვა კარლო კალაძემ", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

რაც შეეხება მმართველ გუნდს, თავად კალაძემ საქმესთან დაკავშირებით განცხადება გასულ კვირას გააკეთა და ოჯახის ტრაგედიას "სანტა ბარბარა" უწოდა. "ქართული ოცნების" დეპუტატმა, მიხეილ სარჯველაძემ კი პარლამენტში დღეს თქვა, რომ საქმეს არ იცნობს და კომენტარს ვერ გააკეთებს.

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო გუშინ "მთავარი არხის" გადაცემაში, "მთავარი დებატები". კარლო კალაძის თაღლითური სქემის ერთ-ერთმა მონაწილემ, ბესიკ ფიფიამ ორდენიძეების ოჯახი თაღლითობაში დაადანაშაულა, ხოლო მას შემდეგ, რაც თამარ ორდენიძე "მთავარი დებატების" სტუდიაში შევიდა, ბესო ფიფია გადაცემიდან გაიქცა.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი