"არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცესკო დანაშაულებრივ გარიგებაშია "ოცნებასთან" - თამარ კორძაია

გამოქვეყნდა:

ცესკოს განცხადებას, რომ საქართველოს სხვადსხვა ქალაქში წინასაარჩევნოდ გამოკრული ბანერები, რომლებიც სიძულვილი შინაარსისაა, არ წარმოადგენს დარღვევას, სპეციალური განცხადებით გაერთიანებული ოპოზიციიდან, თამარ კორძაია გამოეხმაურა. 

კორძაიას თქმით, "ქართულმა ოცნებამ" სიძულვილის კამპანია მესამე პირის ხელით აწარმოა.

"ცესკო მორჩილად ასრულებს "ქართული ოცნების" დავალებებს. ის დანაშაულებრივ გარიგებაშია "ქართულ ოცნებასთან" და სამართლებრივადაც კი იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ ქვეყანაში პოლიტიკურ პარტიებსა და მოქალაქეებს შორის გააღვივოს სიძულვილი და მტრობა. ამიტომ გვაქვს რეალური საფუძველი, რომ ცესკო არ შეასრულებს საქართველოს ამომრჩევლის ნებას",- თქვა თამარ კორძაიამ. 

სიძულვილის ინსტრუქტაჟით გამოკრულ ე.წ. სისხლიან ბანერებში  ცესკომ პრობლემა ვერ დაინახა და საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევად არ შეაფასა - სისხლიანი ბანერები დარღვევა არაა... | ცესკოს განმარტება

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი