საქართველოში, 2 ოქტომბრის არჩევნებს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, ევროპარლამენტიც დააკვირდება. ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ავრცელებს.
ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება, ესენია:
ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ევროპარლამენტარები საქართველოში 29-30 სექტემბერს ჩამოვლენ და ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიებისა, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს შეხვდებიან. დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს.
რაც შეეხება არჩევნების დღეს, ეფექტიანი სადამკვირვებლო პროცესის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვერ დავასახელებთ იმ საარჩევნო უბნებს/ადგილებს, სადაც დამკვირვებლები მივლენ. მნიშვნელოვანი შენიშვნა: ევროპარლამენტის წევრების სხვა ვიზიტებისგან განსხვავებით, სადამკვირვებლო მისიაში მონაწილე ევროპარლამენტარებმა თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური გარემოს თუ საარჩევნო პროცესის შეფასებისგან ერთობლივ პრესკონფერენციამდე, რომელიც ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოსთან ერთად გაიმართება საარჩევნო დღის დასრულების შემდეგ, მალევე. ეს წესი არჩევნებზე დაკვირვების "ქცევის კოდექსს" შეესაბამება, ამიტომ, ვატყობინებთ მედიას, რომ ერთობლივ პრესკონფერენციამდე, ვერ შევძლებთ დავაკმაყოფილოთ თხოვნა ევროპარლამენტარებთან ინტერვიუს თუ კომენტარის შესახებ, - ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.