პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ არ აქვს ინფორმაცია საქართველოშია თუ არა უკვე მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, თუ ის მართლა შემოვიდა, ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ჩამოშლილია.
"მე არ მაქვს არანაირი ინფორმაცია აქ არის, არ არის, ვნახავთ მოვლენების განვითარებას. პირველი, ზუსტად იგივეს ვიტყვი, რასაც აქამდე ვამბობდი, ყველაფერი უნდა იყოს აბსოლიტურად მშვიდობიანად, ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, ამ საკითხზე პასუხისმგებლობა ყველაზეა, პირველ რიგში "ქართულ ოცნებაზე". თუ შემოსულია, ჩამოშლილია "ქართული ოცნება", რა ვიცი, სკოლის მასწავლებლებს დასდევენ", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია მომდევნო ორი დღე მშვიდობიანად გავიართო და ხელისუფლება ხალხის მოთხოვნას დაემორჩილოს.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება. ამ თემაზე ჯერ ხელისუფლების არცერთ წარმომადგენელს და არცერთ უწყებას განცხადება არ გაუკეთებია. ამავე თემაზე: