მე ველოდები მშვიდობიან სცენარს - ჩარკვიანი მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებაზე

გამოქვეყნდა:

"კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ დღეს დილით კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ სახელმწიფო არ გვაქვს, ასე ის მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ეხმარება. "მთავარ არხთან" საუბრისას მან აღნიშნა, რომ "დიდი შერიგება" უნდა დაიწყოს.​

"მე ველოდები მშვიდობიან სცენარს აბსოლუტურად, გუშინ მივმართე მათ, ალბათ დღეს დილით ხვდებიან რატომ მივმართე, მე ვუთხარი, მოდით წავიდეთ დიდ შერიგებაზე, მე სიტყვა ამნისტია არ მითქვამს, დიდი შერიგება ვთქვი, ერთი თვეა უკვე ამას ვამბობ, იმიტომ, რომ შიშები, რომელიც ახლა არის, ისტერიაში აგდებთ, მე არ მინდა ფულის და ქონების მოყვარულმა ადამიანებმა, ადამიანების სიცოცხლე გადაიყოლონ", - თქვა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი