დამიმტკიცეთ, რომ საქართველოშია - "ოცნების" დეპუტატი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, გივი მიქანაძე ამტკიცებს, რომ მიხიელ სააკაშვილი საქართველოში არაა. მისი თქმით, თუ მესამე პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვა რეაგირება ძალიან მარტივი იქნება და მას მყისიერად დააკავებენ.

"არანაირი ინფორმაცია გარდა იმისა, რომ ეს არის მორიგი კოლუნადა და ის არ შემოსულა საქართველოში. თქვენ ნახეთ?! რომ ნახავთ, მერე ვილაპარაკოთ. მე არ მაქვს ინფორმაცია. რატომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას, დამიმტკიცეთ, რომ ის საქართველოშია. მორიგი კოლუნადაა", - აღნიშნა გივი მიქანაძემ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეო მიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.

ამ თემაზე განცხადება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროში გაკეთდა. უწყებაში ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი