
ზღვით თუ შემოვიდა, ნავით, ესეთი სამარცვხინო რაღაცებით, ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლა? ხუმრობთ?! - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტების კითხვას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით.
სარჯველაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოებს მტკიცებულებად არ თვლის და ამბობს, რომ მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინოფრმაციის სჯერა.
"ეს ვიდეოები რა თქმა უნდა, არ არის უტყუარი მტკიცებულება მისი ჩამოსვლის დამადასტურებელი. პირიქით, მე ვეყრდნობი ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც შსს-მ გაავრცელა და ასევე, ვთქვი თუ ტყე-ტყე იარა და ასე შემოვიდა, კომედიის გაგარძელების ნაწილია. რა თქმა უნდა, ძალიან უხერხული სანახავია, რომ ამ დგომარეობაში შეიძლება ადამიანმა თავი ჩაიგდოს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ძალიან ცუდი სანახვია. [...] რა ჩამოშლა, ხუმრობთ?! რა ჩამოშლაზეა ლაპარაკი, რის ჩამოშლაზეა ლაპარაკი", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა.