მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს წერტილი უნდა დაესვას - ბასილაია

გამოქვეყნდა:

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრულმა საქმეებმა სამართლებრივი განზომილება დაკარგა და ახლა ხელისუფლებამ ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაუსვას.

"მიშას საქმეებმა ჯერ კიდევ მაშინ დაკარგა სამართლებრივი განზომილება, როცა სამარცხვინო ბრალდებები წარმოადგინეს პიჯაკების საქმეზე და ბრალი წაუყენეს პრეზიდენტს, ბაიდენის მასპინძლობის ხარჯზე ბრალი წაუყენეს, ვაცლავ ჰაველის საფლავზე თაიგულის მიტანის ხარჯზე, როდესაც შეწყალების კონსტიტუციური უფლების განხორციელებაზე მისცეს ის პასუხისგებაში. რაც შეეხება პროცედურებს, ამ პროცედურებთან დაკავშირებით ახლა თავი უნდა იმტვრიოს "ქართულმა ოცნებამ", როგორც მისცეს პოლიტიკური შეკვეთა პროკურატურას, სასამართლოს, ახლა კეთილი უნდა ინებონ და მისცენ ასევე პირდაპირი მითითება, დავალება, ამ საქმეებს დაესვას წერტილი", - თქვა ბექა ბასილაიამ. 

მისივე თქმით, არსებობს კონკრეტული მექანიზმები, რასაც ხელისუფლება ამ მიზნით ისედაც იყენებს ხოლმე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა. "ქართული ოცნება" ვიდეოებს ფეიქს უწოდებს და ამბობს, რომ ამას ექსპერტები სწავლობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი