დიდი ინტერესი არ გვაქვს, სად იმყოფება - იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"ეს არის მოდელირებული ქრონიკის ავტორების მოდელირებული ბათუმის ახალი ქრონიკები" - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას. 

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, დიდი ინტერესი არ აქვთ, თუ სად იმყოფება მესამე პრეზიდენტი.

" რაც შეეხება იმას, თუ სად იმყოფება ბატონი სააკაშვილი, ამას ჩვენთვის ძალიან დიდი ინტერესი რა თქმა უნდა არ აქვს. თუ ის იქნება საქართველოში, რა თქმა უნდა, პასუხს აგებს ქართული სამართლის წინაშე", - თქვა რატი ბრეგაძემ. 

"მოდელირებულ ქრონიკას" მიმდინარე მოვლენები მანამდე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემაც შაეადრა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა. "ქართული ოცნება" ვიდეოებს ფეიქს უწოდებს და ამბობს, რომ ამას ექსპერტები სწავლობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი