დღეს, 1-2 საათში დადასტურება, რომ ფეიკია, შეუძლებელია - მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოზე

გამოქვეყნდა:

"ქართულ ოცნებაში" ისევ ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეო, სადაც ის ამბობს, რომ ბათუმშია, ფეიკია.

მიუხედავად ამისა, ის ამბობს, რომ ერთ ან ორ საათში, ან დღეს ამის საბოლოოდ დადასტურება შეუძლებელია.

"ჩვენი ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არის დადასტურებულად ფეიკი და მათ შორის პირველ ვიდეოში, ჩარჩო რომ ტრიალებს ის არ გამოგრჩეთ თქვენთვის შეიძლება ძალიან არასასურველი ინფორმაციაა, დანარჩენზე მერე ვისაუბროთ, როდესაც უკვე საბოლოოდ დადასტურდება, უკვე დოკუმენტალურად თუმცა დღეს, 1 საათში და 2 საათში ეს შეუძლებელია", - თქვა მამუკა მდინარაძემ.

მან კრიტიკული მედიები "დიფფეიქის" გამართლებაში დაადანაშაულა. მდინარაძემ დილით გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მათი ექსპერტები სწავლობდნენ მიხეილ სააკაშვილის ვიდეო "დიფფეიქია" თუ "ფეიქის სხვა სახეობა".

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა. "ქართული ოცნება" ვიდეოებს ფეიქს უწოდებს და ამბობს, რომ ამას ექსპერტები სწავლობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი