"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატი თბილისში და მოქმედი მერი კახი კალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას ეხმაურება. კალაძემ მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ "მან საკუთარი პარტია გააფარჩაკა".
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს. ასე ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის ასეთ მდგომარეობაში ჩაგდებას, საკუთარი კანდიდატის, როგორც ბატონმა სააკაშვილმა და ამისთვის, მას ძალიან დიდი მადლობა დანარჩენი ხვალ დაველოდოთ არჩევნებს და ყველაფერი იქნება ცხადი....ამ გადადგმული ნაბიჯით გააფარჩაკა თავისი პარტია და სამწუხაროდ, მისი კანდიდატიც",-თქვა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა დღეს, პირველ ოქტომბერს დაპოსტა, რომ უკვე საქართველოშია. მოგვიანებით მან ვიდეომიმართვაც გაავრცელა, რომლის მიხედვითაც მესამე პრეზიდენტი ბათუმში იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კი ამტკიცებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. სააკაშვილმა საპასუხოდ მეორე ვიდეოც დადო, მან მოსახლეობას 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციის მხარდაჭერა სთხოვა. "ქართული ოცნება" ვიდეოებს ფეიქს უწოდებს და ამბობს, რომ ამას ექსპერტები სწავლობენ.