ევროპარლამენტარი, მარინა კალიურანდი საქართველოში მიმდინარე არჩევნებს ეხმაურება და წერს, რომ ეს დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდაა საქართველოსთვის. მან ყველას მოუწოდა, პროვოკაციებისგან თავი შეიკავონ.
"ხვალ არა მხოლოდ ადგილობრივი არჩევნებია, არამედ დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა საქართველოსთვის. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ ძალას და ხალხს თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და პატივი სცენ სამართლიან არჩევნებს", - წერს ევროპარლამენტარი.