შიდა ქართლის სოფლებში "ქართულმა ოცნებამ", სავარაუდოდ, ამომრჩევლის მოსყიდვა უკვე დაიწყო, საარჩევნო კომისიებთან მმართველი გუნდის აგიტატორები არიან მობილიზებულები. ერთ-ერთ უბანზე, კერძოდ მე-12 უბანში პროცესს თვალს დეპუტატ, ანრი ოხანაშვილი ძმა ადევნებს.
ერთ-ერთ საუბნო საარჩევნო კომისიასთან "მთავარმა" საფინანსო პოლიციის თანამშრომლის კახა გამდლიშვილის მეტსახელად "კასიას" ჩაწერა მოახერხა. რეგიონში ამომრჩევლის ღია მოსყიდვის ფაქტებიც დაფიქსირდა.
"ჩემი უბანია და მოვედი, მივედი ხმა მივეცი და მივდივარ სახლში, არაფერი დარღვევა არაა", - თქვა მან.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლების მხარდამჭერები პროდუქტებსაც არიგებენ.
ხაშურში, ცოტა ხნის წინ ინციდენტს ჰქონდა ადგილი - პარტია "საქართველოსთვის" საუბნო კომისიის წევრს, "ოცნების" წარმომადგენლები სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ და კომისია იძულების წესით დაატოვებინეს.