ფული და ამომრჩეველთა სიები მანქანებში - "ოცნების" კოორდინატორების საგანგებო მობილიზაცია სენაკის საარჩევნო უბნებზე

გამოქვეყნდა:

სენაკში 64-ე ოლქის თოთხმეტივე საარჩევნო უბანში ერთი და იგივე მდგომარეობაა - ადგილზე მობილიზებული არიან "ქართული ოცნების" აქტივისტები, ასევე, მერიას დაქვემდებარებული აიპის თანამშრომლები და მათი ნათესავები. ისინი არასამთავრობოების სახელით არიან უბნებზე და ამომრჩევლებს აკონტროლებენ. 

მოქალაქეების ნაწილს პასპორტებს ართმევენ და აშინებენ, რომ თუ ისინი ოპოზიციას მისცემენ ხმას, პასუხს მოსთხოვენ. 

"მთავარმა არხმა" საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის, ბადრი კალანდარიშვილის ნათესავები და ახლობლები რამდენიმე უბანზე ნახა. ისინი ამომრჩეველს ჯერ მანქანასთან იბარებენ, უხდიან ფულს, შემდეგ კი საარჩევნო ყუთთან აგზავნიან. 

ერთ-ერთი ასეთი ფაქტის დროს "მთავარი არხის" ჟურნალისტმა აგიტატორს სია წაართვა - სადაც პირადი ნომერი, სახელი გვარი და თანხის რაოდენობაა მითითებული. გადაღების შემდეგ მანქანა ადგილიდან წავიდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტი უარყო.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი