"გირჩი მეტი თავისუფლების" წევრის, მარია დარჩიევის ინფორმაციით, მთაწმინდის ოლქის 34-ე უბანზე გადასატანი ყუთი გახსნეს - მიზეზად ცესკო-ს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ გზაში საკონტროლო ფურცელი დასველდა და უნდა გაეშროთ.
პარტიის წევრი წერს, რომ აღნიშნულის შესახებ უბანზე მყოფმა დამკვირვებელმა შეატყობინა.
"წარმოუდგენელი ამბავი გვაქვს მთაწმინდის ოლქის 34-ე უბანზე (ოქროყანა)
12:07 საათზე დამკვირვებელმა შეგვატყობინა, რომ გადასატანი ყუთი უკან მოიტანეს და… გახსნეს! გზაში დასველდაო და საკონტროლო ფურცელი უნდა გავაშროთო. ფეჩთან გააშრეს და მერე უკან ჩადეს.
წლებია არჩევნებს ვაკვირდები და მსგავსი რამ არ მახსოვს", - წერს მარია დარჩიევი.
"მთავარი არხის" ვებგვერდთან საუბრისას დარჩიევი ამბობს, რომ მომხდარის გამო საჩივარი დაწერეს.