არჩევნები 2021პოლიტიკაცესკო: 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 41.35%-იაგამოქვეყნდა: შაბათი, 2 ოქტომბერი, 2021 - 18:16
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, 17:00 საათისთვის საქართველოს საარჩევნო უბნებზე აქტივობა 41.35%-ია, რაც რაოდენობრივად 1 446 218 ადამიანია. ცნობისთვის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის აქტივობა იყო 45.77; 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 36.71% 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 42.04%; ცნობისთვის, საარჩევნო უბნები მთელი ქვეყნის მასშტაბით 08:00 საათზე გაიხსნა. ამავე თემაზე: ცესკო:10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.41%-ია – 2017 წელს 6.74% იყო; ცესკო: 12:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 17.72%-ია - ყველაზე დაბალი აქტივობა თბილისშია; 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 33.18%-ია - ცესკო