ნუ შეაფერხებთ მოგონილი არგუმენტებით ოქმის შედგენას, ხმის გადათვლის პროცესს და ნუ შეეცდებიან იქ პრობლემის შექმნას სადაც პრობლემა არ არსებობს - ასე მიმართავს "ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენლებს და საუბნო კომისიებში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
ეს იქნება "ნაციონალური მოძრაობის" თუ ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელი, საუბნო კომისიების დონეზე, ნუ შეაფერხებთ მოგონილი არგუმენტებით ოქმის შედგენას, ხმის გადათვლის პროცესს და ნუ შეეცდებიან იქ პრობლემის შექმნას სადაც პრობლემა არ არსებობს. წარმოიდგინეთ, რასთან გვაქვს საქმე, ერთი მხრივ ადგილობრივ დონეზე განსაკუთრებით ნაცმოძრაობის წარმომადგენლები საუბნო კომისიებში ხელოვნურად აფერხებენ პროცესს, ყველგან არა მაგრამ ბევრგან და მეორე მხრივ მათი ლიდერები საუბრობენ და როგორც ჩანს ამ ნარატივის გაგრძელებას აპირებენ რომ ცესკო თითქოს იგვიანებს რაღაცის გამოქვეყნებას. ამ შემთხვევაში შედეგებზეა საუბარი. ძალიან ვთხოვ ყველას, ამ შეთანხმებული საბოტაჟით ნუ შექმნიან ძალით აჟიოტაჟს. როგორც კი დასრულდება საუბნო დონეზე ოქმების შევსება დადგენილი წესების მიხედვით, ეს ოქმები გადაიფუთება დაილუქება, იგზავნება საოლქო კომისიაში ამის შემდეგ აიტვირთება და ცესკოს ექნება საშუალება ეს ყველაფერი ასახოს შესაბამის საიტზე და შედეგებში, - ამბობს მდინარაძე საგანგებო ბრიფინგზე.
იხილეთ ასევე: