"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ანა წითლიძე Facebook-ზე წერს, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის ოთახში შევიდა, სადაც ის ოქმებს იბარებს.
"შემოვედი მირანდა მესხის ოთახში. ვიბარებ ყველა ოქმს! პრობლემური უბნების ოქმები სადაც ოქმს არ გვაძლევდნენ უკვე ჩავიბარე. აქ ვიჯდები სანამ ყველა ოქმი არ მექნება და არ აიტვირთება! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!",- წერს ანა წითლიძე.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის დავალებით, გარკვეულ უბნებზე, სადაც ოპოზიცია ლიდერობს, კომისიის წევრები ოქმებზე ხელს არ აწერენ. ინფორმაციას ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხი უარყოფს.