მეორე ტურების მიუხედავად, კობახიძე "დამაჯერებელ" გამარჯვებას ზეიმობს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ ცესკოს პირველადი მონაცემებით "ქართული ოცნებას" 47.83% მიიღო და "დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა"

კობახიძის თქმით, საარჩევნო უბნის 3/4 უკვე დათვლილია და ეს მონაცემები არსებითად აღარ შეიცვლება. 

​​"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებმა არჩევნები პირველივე ტურში მოიგეს 64-დან 44 ოლქში მოიგეს მეორე ტური მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება. ჩვენთვის საწყენია, რომ მეორე ტურის ჩატარება საჭირო გახდა თბილისშიც.  თბილისში, თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ კახი კალაძე საბოლოდ მოიგებს ამ არჩევნებს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, "ქართული ოცნება" თბილისის საკრებულოში სულ მცირე 29 წევრით იქნება წარმოდგენილი, როგორც მოგეხსენებათ 26 წევრი სჭირდება უმრავლესობას საკრებულოში",- თქვა ირაკლი კობახიძემ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი