
ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, ცოტა ხანში მიხეილ სააკაშვილის წერილს გაავრცელებს. ხერხეულიძე ცოტა ხნის წინ გამოვიდა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებიდან, სადაც მესამე პრეზიდენტს შეხვდა.
რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, ხერხეულიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ეს პოზიცია არ გაკვირვებია:
"არ გაკვირვებია ბატონო ზელენსკსის განცხადება. მათ მჭიდრო მეგობრობა აკავშირებთ. ის დარწმუნებული იყო მის ასეთ პოზიციაში. მიიღო როგორც მოცემულობა. დამაბარა ის, რაც დამაბარა და მოგვიანებით გავავრცელებ წერილს" - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.
კითხვაზე, კონკრეტულად რაზე იქნება წერილი, ხერხეულიძე პასუხობს: ნიკა მელიასთანაც აქვს სათქმელი მას ღიად და საჯაროდ და ასევე ბატონ ზელენსკისთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი აგრძელებს შიმშილობას.